საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დუმილს არღვევს - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დუმილს არღვევს

2023-11-17 14:24:11+04:00

საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დუმილს არღვევს. ფრანგულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ოლიგარქია. მეტიც, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და ის მათ რიგებშია, ვისაც რუსეთი დაუმარცხებელი ჰგონია. ფაქტს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდი ზურაბიშვილის ამ განცხადებას უტაქტოსა და მავნებლურს უწოდებს, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ რომ ზურაბიშვილის ტონი ადეკვატურია.