სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები ამერიკის ელჩთან შეხვედრას მართავენ - რა საკითხებს განიხილავენ მხარეები - Palitra News

სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები ამერიკის ელჩთან შეხვედრას მართავენ - რა საკითხებს განიხილავენ მხარეები

2023-11-17 14:23:36+04:00

სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები ამერიკის ელჩთან, რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მართავენ. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ელჩთან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, როგორიცაა: საქართველოს ევროინტეგრაცია და 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. მისივე განმარტებით, აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასრულების თვალსაზრისით მასზე ბევრია დამოკიდებული .