უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - Palitra News

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2023-11-18 14:30:43+04:00

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყო. 31 წლის ნიკა გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, როდის გადმოასვენებენ დაღუპულ მებრძოლს საქართველოში.