ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება - როგორია ბოლო ცნობები - Palitra News

ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება - როგორია ბოლო ცნობები

2023-11-18 14:42:01+04:00

ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ღამის განმავლობაში კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინას ღამით „შაჰედის“ ტიპის 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. მათგან 29 დრონი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. ოდესის რეგიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, დაშავებულია ერთი ადამიანი. დონეცკის რეგიონზე თავდასხმის შედეგად კი დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი.