საქართველოს პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუ, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს ფრანგულ მედიასთან ოლიგარქი უწოდა, კვლავ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუ, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს ფრანგულ მედიასთან ოლიგარქი უწოდა, კვლავ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა

2023-11-18 18:39:42+04:00

საქართველოს პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუ, სადაც მან დუმილი დაარღვია და ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ფრანგულ მედიასთან ოლიგარქი უწოდა, კვლავ მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ზურაბიშვილს განცხადების ტონი მოუწონა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა და ქვეყანაში არსებული ვითარების აღქმა უფრო მარტივი გახადა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლები ზურაბიშვილს ურჩევენ თანამდებობიდან გადადგეს. ოცნების წევრების აზრით, ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ამიტომ მას ლეგიტიმაცია ხალხისგან აღარ აქვს.