სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რას ითხოვენ აქტივისტები - Palitra News

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რას ითხოვენ აქტივისტები

2023-11-20 11:14:43+04:00

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისათვის“ ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები აანონსებენ, რომ რაჭის ტყეების გადასარჩენად მიმდინარე ბრძოლას ბოლომდე მიყვანენ. ისინი რაჭის ტყეებისათვის 49-წლიანი სამონადირო ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ. მათივე განმარტებით, ტერიტორიას იქამდე არ დატოვებენ, სანამ არ გაიგებენ, თუ რა ბედი ელის რაჭის ტყეებს.