აიათოლა ალი ხამენი მუსლიმურ სახელმწიფოებს „შეზღუდული დროით“ ისრაელთან არსებული პოლიტიკური კონტაქტების გაწყვეტას მოუწოდებს - Palitra News

აიათოლა ალი ხამენი მუსლიმურ სახელმწიფოებს „შეზღუდული დროით“ ისრაელთან არსებული პოლიტიკური კონტაქტების გაწყვეტას მოუწოდებს

2023-11-20 14:39:28+04:00

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მუსლიმურ სახელმწიფოებს მიმართა და მოუწოდა, რომ სულ მცირე, „შეზღუდული დროით“ ისრაელთან არსებული პოლიტიკური კონტაქტები გაწყვიტონ. აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თუ სახელმწიფოებს მიმდინარე პროცესების შეჩერება ნამდვილად სურთ, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან. ირანის სულიერმა ლიდერმა მუსლიმურ ქვეყნებს ასევე მოუწოდა, რომ ისრაელს ნავთობი, ენერგეტიკა და სურსათი არ მიაწოდონ.