ხარაგაულში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს - Palitra News

ხარაგაულში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს

2023-11-21 16:05:53+04:00

„ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს გამართულ პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს. დღესვე, კონფერენციები ჭიათურასა და საჩხერეში გაიმართება.