შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები სამოქალაქო საზოგადოებას  გააცნო - Palitra News

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები სამოქალაქო საზოგადოებას  გააცნო

2024-03-27 12:28:51+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები სამოქალაქო საზოგადოებას გააცნო. შეხვედრაზე სამოქალაქო ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიღწეული შედეგები და პროგრესის დინამიკა განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა დასახული მიზნების მიღწევისთვის დარგობრივ სახელმწიფო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა ასევე ხაზი გაუსვა, საქმიანობის შეფასებისა და ქმედითი სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და ინკლუზიური პროცესების წარმართვის მნიშვნელობას.