26 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ უძრავი ქონების კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებში დეველოპერული კომპანიები დამთვალიერებლებს სპეციალურ შეთავაზებებს გაუკეთებენ. კვირეული ერთ სივრცეში რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებას გააერთიანებს: მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-ს, საქართველოს უძრავი ქონების გამოფენას, უძრავი ქონების ფორუმს და NAR-ის კონფერენციას, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ორგანიზებით და ექსპოჯორჯიას თანაორგანიზებით იმართება.