ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია - Palitra News

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

2024-08-01 09:20:13+04:00

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. ამ დრომდე, საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.