მინესოტის შტატის გუბერნატორმა, ტიმ ვოლცმა, რომელიც კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, დონალდ ტრამპს და ჯეიმს დევიდ ვენსს „შემზარავი ბიჭები“ უწოდა. აშშ-ის პრეზდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის მიერ საპრეზიდენტო რბოლაში თავის პარტნიორად დასახელების შემდეგ, პირველი საჯარო გამოჩენისას ტიმ ვოლცმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის მიერ დასახელებულ პარტნიორზე მკაცრი კრიტიკული განცხადება გააკეთა. მინესოტის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ ვენსი იზიარებს ტრამპის საშიშ და ჩამორჩენილ დღის წესრიგს. ვოლცის თქმით, ვენსთან დებატებს მოუთმენლად ელოდება.