ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აგვისტოს ომს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან 4 კაპრალის სიცოცხლე შეეწირა. ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, ზუგდიდის მერია, წელიწადში ერთხელ 1000 ლარს ურიცხავს.