''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ''ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, ვალეში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მოიტანა სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ეკონომიკა. პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს