გაფიცვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანია „ევოლუშენის“ თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას აანონსებენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ „ამ დროის განმავლობაში კომპანიასთან ოფიციალური და პირადი კომუნიკაცია არ ყოფილა. კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები 12 ივლისს დღის 12:00 საათიდან გაიფიცნენ, შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით. მათ კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს.