კოალიცია “ძლიერმა საქართველომ “ საარჩევნო გეგმა საზოგადოებას პრეზენტაციით გააცნო. 9 პუნქტიანი გეგმის სრულად შესრულება, ევროკავშირთან და დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობები, 200 ათასი სამუშაო ადგილი და ღირსეული ანაზღაურება მშრომელებს, ეს ის ძირითადი დაპირებებია, რომლებიც კოალიციის წარმომადგენლება გააჟღერეს. გაერთიანების წევრები ამბობენ რომ საარჩევნოდ მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება და პოლიტიკური სიმყარის შექმნაა.