სამტრედიაში ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე კოალიცია „ახალი“ განცხადებას ავრცელებს.
სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას. რაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში. ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია – 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას – ნათქვამია „ახალის“ განცხადებაში.