ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. სამინისტრო მხარეებს დეესკალაციის სამი პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს. უწყების განმარტებით, კონფლიქტის მონაწილეებმა ბრძოლის ველის საზღვრები არ უნდა გააფართოვონ, არ მიმართონ ესკალაციას და პროვოკაციები არ განახორციელონ. უწყების მტკიცებით, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებასთან კონტაქტების შენარჩუნებას გააგრძელებს და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში კონსტრუქციულ როლს შეასრულებს. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებს.