სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.