1-ელი აგვისტოს მონაცემებით, "ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ" 1900 ტონა ნარჩენი საბურავი და 700 ტონამდე ზეთი ამოიღო.
ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას.
ასოციაციამ უშუალოდ ნარჩენების ამოღება 2023 წლიდან დაიწყო და ამჟამინდელი ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამოღებულ ნარჩენების მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამ ეტაპზე, ჩვენს ასოციაციას საბურავების შეგროვების 2 მსხვილი პუნქტი აქვს თბილისში, ასევე ბათუმსა და ზუგდიდში. უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა შეგროვების პუნქტების დამატებაც.
ჩაგვაბარეთ ნარჩენი ზეთები, საბურავები და აკუმულატორები და ხელი შეუწყვეთ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ნარჩენებისგან ეკოლოგიური ღირებულების პროდუქტების შექმნას.