26 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიები აქტიურდება. პოლიტიკურ ველზე უკვე გამოიკვეთა რამდენიმე კოალიცია, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. პარალელურად, ამომრჩევლების წინაშე დამოუკიდებლად წარდგენას აპირებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. ხელისუფლება ოპონენტების ნებისმიერ მცდელობას უშედეგოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებზე 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.