უკვე რამდენიმე დღეა, რაც ე.წოდებულ ქოლცენტრებთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული განცხადება პოლიტიკური მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ოპოზიცია ყურადღებას საგამოძიებო კომისიის შექმნასა და საერთაშორისო გამოძიების დაწყების საჭიროებაზე ამახვილებს. ისინი ქოლცენტრების საქმეში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა კავშირებზე მიუთითებენ. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები და რა გეგმა აქვს ოპოზიციას.