გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა ჩაატარა. მიღებული შედეგი ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის ბოლო მონიტორინგი ერთი თვის წინ, 10-თ და 11-ტ ივლისს განახორციელა. ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებში იყო.