უკრაინული მედია იუწყება რომ, უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს ღამით რუსეთში, ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს. გენშტაბის ცნობით, დარტყმა სამხედრო აეროდრომ „ხალინოზე“, „სავასლეიკაზე“, „ბორისოგლებსკისა“ და „ბალტიმორზე” განხორციელდა. მათივე განმარტებით, მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და საავიაციო იარაღი. ოპერაციებში უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად, შეიარაღებული ძალების საჰაერო და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.