საპარლამენტო არჩევნებზე ბრძოლას, ერთი ოპოზივიური პარტიით მეტი გააგრძელებს. „ევროპული საქართველოდან“ წამოსულმა პოლიტიკოსებმა ახალი პოლიტიკური პარტია, "ფედერალისტები" დააფუძნეს. ამავე დროს, მოახლოებულ არჩევნებზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც გარკვეული სახის სიახლეებით წარსდგებიან - როგორც თავად ამბობენ, მათი მიზანიც ხელისუფლების ცვლილებაა. ამის პარალელურად, მმართველი პარტია ოპონენტების ნებისმიერ ქმედებას უშედეგოს უწოდებს.