სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პრიზიორები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანაომდებლო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩნენ, პრემიის სახით სახელმწიფოსგან 50 000 ლარს მიიღებენ.