თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პოზიციებიდან ჯარების ნაწილი კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ ვლადიმერ პუტინი რთულ ვითარებაში ჩააყენა. კირბის განმარტებით, მთავარი დილემა ამ ეტაპზე პუტინისთვის სწორედ ქვედანაყოფების გადამისამართების გადაწყვეტილებების მიღებაა.