ტოკიოში ტაიფუნ „ამპილის“ მოახლოების გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, ფრენები კი გაუქმდა. ქალაქ მობარაში დაახლოებით 18 500-ია ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში სპეციალური საევაკუაციო ცენტრები გაიხსნა. როგორც ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, გაუქმებულია 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა. იაპონური მედიის ცნობით, ფრენების გაუქმება დაახლოებით 90 000 ადამიანს შეეხება. გარდა ამისა, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.