ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ უნდა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრება. მისივე მტკიცებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები დაინტერესებულნი არიან, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი გაანადგურონ. ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინიდან ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიისკენ გაგზავნილი 10-მდე სამიზნე გაანადგურეს. მისი განმარტებით, იაროსლავის მახლობლად ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების შესახებ მოსკოვს ინფორმაცია მიაწოდეს.