„როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სამ პროვინციაში ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 შვეულმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე სატყეო მეურნეობის 1400 პერსონალია ჩართული. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანებულია დაახლოებით 100 ჰექტარი მიწის ფართობი, სამი სოფლიდან კი მოსახლეობაა ევაკუირებული.