აშშ-თან გართულებული ურთიერთობა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტი შტატებში - ამ თემებზე „ერთობის“ წევრებმა, გია ჯაფარიძემ და გიგი წერეთელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე შტატებში „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესს დაესწრებიან, რომელზეც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს, პრეზიდენტობის კანდიდატად უკვე ოფიციალურად წარადგენენ. მათივე შეფასებით, მსგავს ღინისძიებაზე ქართველი პოლიტიკოსების მიწვევა, ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია.