რუსეთის კურსკის ოლქში საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეირაღებულმა ძალებმა ოლქში მდინარე სეიმზე მესამე ხიდიც გაანადგურეს. როგორც უკრიანული მედია წერს, ახლა რუსებს მდინარის მეორე ნაპირზე არსებული დანაყოფების მომარაგების სერიოზული პრობლემა შეექმნებათ. ამასთან, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 11 დრონი გაუშვეს, თუმცა უკრაინელებმა ყველას ჩამოგდება მოახერხეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, უპილოტო საფრენი აპარატები კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმისა და დონეცკის რეგიონებში ჩამოაგდეს.