კოალიცია "ძლიერი საქართველო" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მანიპულაციური გადაწყვეტიელების მიღებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ცეაკოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების დღის ნაცვლად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩაატარონ. „ლელოს“ ბრიფინგს ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე გამოეხმაუარა.