საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა. მიხაილო ხარიშინი საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ყურადღებას საქართველოდან უკრიანის ელჩის გაწვევაზე ამახვილებს. ის ამბობს, რომ ელჩის დანიშვნის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ბრძანებულება მზადდებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა უკრაინის ხელისუფლებას უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა. უკრაინის დროებითი რწმუნებული ყურადღებას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს დიდი გავლენა აქვს.