„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ კურორტი ბახმარო კორუფციის ჭაობში ჩატოვა და ამის უკან უმრავლესობის დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დგას. მჟავანაძის განცხადებით, კორუფციაში ჩართულია ჩოხატაურის მერია და მერის მოადგილე, თამთა სააკაშვილი. დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ჩოხატაურის მერის თანაშემწე, თამთა სააკაშვილი სწორედ ის პირია, რომელიც ბახმაროში უკანონოდ აშენებულ სახლს კოლოსალურ ფასად აქირავებს. მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე მის გარემოცვას დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში ხელს უწყობს.