“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან. ამჯერად, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წალენჯიხის ოფისი გახსნა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება 4 ნომრით გახდება ცვლილებების მთავარი სიმბოლო ოქტომბრის არჩევნებში, რადგან, მელიას შეფასებით, მხოლოდ კოალიციურ მმართველობას შეუძლია ევროკავშირთან დაახლოება და შემდეგ მასში გაწევრიანება.