"კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ქვეყნის ყველა რეგიონის ყველა რაიონულ ცენტრში გაერთიანების ახალი ოფისები იხსნება. "კოალიცია ცვლილებისთვის" სამეგრელოში რიგით მე-6 რეგიონული ოფისი გახსნა. მარტვილის, ხობის, ფოთისა და წალენჯიხის შემდეგ, ოფისები ჩხოროწყუსა და ზუგდიდშიც გაიხსნა. როგორც კოალიციის ლიდერები ამბობენ, სამეგრელო საქართველოს ყველაზე ევროპული ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობდა და იტყვის ქვეყნის განვითარებია გზაზე. გაერთიანებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მათ გუნდს აქვს უნარი - საკუთარი სიტყვა დაიცვას და ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოვოს.