მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 10 დრონი, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მერის განცხადებით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ეს მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. საომარი მოქმედებები რუსეთის კურსკის ოლქშიც აქტიურად მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. მისივე თქმით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ და კონტროლი 93 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს.