„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამავე სახელწოდების საავიაციო ბაზაზე გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე დაგეგმილ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ რამშტაინის ფორმატში წინა შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა და მასზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზები განიხილეს.