პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისის პროკურატურაში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მეზვრიშვილის თქმით, თბილისის პროკურატურა არ აპირებს გამოძიების დაწყებას და ამასთან მეზვრიშვილი განმარტავს, რომ უწყება შალვა პაპუაშვილის გამართლებას შეეცადა, რასაც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მეზვრიშვილის განმარტებით, საქმე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ეხება. მისი თქმით, აღნიშნულ მოწოდებას ოპოზიციონერებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ უკვე მოჰყვა არაერთი ფიზიკური თავდასხმა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.