კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება იყურება სხვაგან და მას მხოლოდ ჯიბის გასქელება, ტენდერები და საკუთარი თანამდებობის შენარჩუნება აინტერესებს. დოლიძის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნებზე მოქალაქეებმა საკუთარი ოჯახების ყველა წევრის უსაფრთხოების სასარგებლოდ არჩევანი უნდა გააკეთონ. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალადობა შემცირდეს და ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს.