„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პირველ გასვლით ღონისძიებაზე, რომელიც მცხეთა-მთიანეთში ჩატარდა, მმართველი პარტიის ლოდერებმა, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს - მათ შორის იმაზეც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს. მმართველი პარტიის აღნიშნულ გზავნილებს ოპოზიციაში უკვე გამოეხმაურნენ. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და როგორ აფასებენ ამ საკითხს ოპოზიციაში