საკონსტიტუციო სასამართლოში უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა აგვისტოს ბოლოს დაიწყება. ამ დროისათვის სასამართლოში ბოლო საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესი სავარაუდოდ 30 აგვისტოსთვის დაიწყება. საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით 4-ი სარჩელია შესული. კანონი გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა და ასევე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა. რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკურ მხარეებს და როგორ ფასდება კანონის გასაჩივრების პროცესი.