მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, დაჯავშნილი მინებით იყო დაცული. აღნიშნულ საკითხს ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომები "მომატებული რისკების" გამო გააძლიერეს. კობახიძემ აღნიშნა მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და ასევე დაამატა, რომ ე.წ. "კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი".