სიცილიასთან, იახტის ჩაძირვისას დაკარგული 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მაშველები კიდევ 1 დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. იტალიის პოლიციაში ჯერ არ დაუდასტურებიათ, ვისი ცხედრები იპოვეს, თუმცა ცნობილია რომ დაკარგულებს შორის ბრიტანეთის 4 და აშშ-ის 2 მოქალაქე იყო, მათ შორის მილიარდერი მაიკ ლინჩი, მისი ქალიშვილი ჰანა, Morgan Stanley-ს საერთაშორისო ბანკის ხელმძღვანელი ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლე ჯუდი. უამინდობის გამო იახტის ჩაძირვის შესახებ 19 აგვისტოს გახდა ცნობილი. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 15 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი გადაარჩინეს.