რუსეთში, კურსკის ოლქში საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოლქში ოპერაცია წარმატებით გრძელდება და უკრაინა იქ გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებს. ამასთან, ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად პარტნიორების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით თავდასხმა სცადა. მათივე ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 28 დრონი გაანადგურეს.