სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუსის ცნობით, ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს უკვე გადაეცათ. ოპოზიცია მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საზღვრის პირა რეგიონში ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.