„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია და მმართველი პარტიის ლიდერთა მიერ გაჟღერებული გზავნილები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხისგება სასამართლოს წინაშე მოუწევს. განსხვავებული პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. მათი თქმით, მმართველი პარტია საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის დათესვას ცდილობს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.