ოთარ შამუგია აბაშაში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო. აღნიშნულ პროგრამას 96 000-მდე მოსარგებლე ჰყავს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილ თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. აღნიშნული პროგრამით ფერმერებმა მიმდინარე წელს უკვე მიიღეს, დაახლოებით, 21 მილიონი ლარის მიზნობრივი დახმარება. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაქირავებულმა აგროკონსულტანტებმა 600-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარეს. სპეციალისტებმა ფერმერებს დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს.