„ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა წინასაარჩევნოდ დარჩენილი 8 დელეგატი. მათი უმრავლესობა საკრებულოს მოქმედი წევრი და დეპუტატია, თუმცა მათ შორის სპორტსმენებიც არიან. როგორც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, 30-ვე დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში დელეგატების არსებობა ვერ გადაარჩენს. ვინ არიან თბილისის დელეგატები და რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.